Eng | Geo | Rus
სტატიები
    1 May. 2010
    ორმხრივი რეგიონული შეხვედრა თელავში

    ა.წ. 29-30 აპრილს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა (CENN) მოაწყო ორმხრივი რეგიონული შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ორი რეგიონული ტრანსასაზღვრო პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში ფარგლებში. ეს უკანასკნელი პროექტი ხორციელდება CENN-ის მიერ Evangelischer Entwicklungsdienst /EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.

    პროექტს მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) CENN-თან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდინარეების ხრამი-დებედასა და ალაზან-იორის აუზებში.

    ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს და აზერბაიჯანის ორივე პროექტის ეროვნული და ადგილობრივი კოორდინატორები, ასევე, ფერმერები ორივე ქვეყნიდან იმ სამიზნე სოფლებიდან, სადაც პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის (IRMP) შემუშავების მიზნით. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ირაკლი ქობულია, IRMP სპეციალსიტი CENN-დან.

    შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის შემუშავების პროცესში ორივე ქვეყნის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ ჩატარებული შეხვედრების და მათი შედეგების პრეზენტაცია და განხილვა. ასევე, ორივე ქვეყნის ფერმერებთან ერთად ადგილზე ჩატარებული IRMP და სხვა საკონსულტაციო შეხვედრების დროს იდენტიფიცირებული საქართველოსა და სომხეთში მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.

    შეხვედრა გახსნა ნინო თევზაძემ, CENN-ის წარმომადგენელმა პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეროვნულმა კოორდინატორმა. იგი მიესალმა დამსწრეებს, გააცნო მათ შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგი. თავის მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა ბილატერალური რეგიონული შეხვედრის მნიშვნელობას პროექტისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ტარდებოდა IRMP დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში. ეს უკანასკნელი კი, წარმოდგენს პროექტის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს, რომელიც მიმართული იქნება სამიზნე ტერიტორიებზე მიწის რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და მათი გადაჭრის გზებზე.

    მოგვიანებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ორივე პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორებმა წარმოადგინეს ადგილებზე ჩატარებული IRMP შეხვედრების შედეგები. პრეზენტაციების დროს მათ ისაუბრეს როგორც შეხვედრების მიმდინარეობის თავად პროცესზე, ასევე შეხვედრების ძირითად შედეგებზე. მათ წარმოადგინეს სამიზნე ტერიტორიებზე არსებული მთავარი პრობლემები; ძირითადი აქცენტი გაკეთდა მიწის რესურსების მართვის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და ასევე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც შემუშავებულ იქნა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთნ მჭიდრო თანამშრომლობით.

    პრეზენტაციებს მოჰყვა აქტიური დისკუსია წარმოდგენილ საკითხებზე.

    შეხვედრის მეორე დღე მიეძღვნა ადგილებზე არსებული მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას ქართველ და აზერბაიჯანელ ფერმერებთან ერთად. ძალიან საინტერესო იყო დისკუსია მიწის რესურსების მართვასთან დაკაშირებული პრობლემების მოგვარების ფერმერების მიერ წარმოდგენილ ხედვასთან დაკავშირებით და ასევე, იმ საჭიროებებზე, რომლებიც ფერმერებს ამ მიმართულებით ქონდათ.

    შეხვედრის ბოლოს ნინო თევზაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დამსწრეებს მონაწილეობისათვის და გააცნო მათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამომავალო საქმიანობები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სპეციალსიტები იმუშავებენ ხრამი-დებედას აუზის რესურსების ინტეგრირებული მართვის ბილატერალური გეგმის დასრულებაზე ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გეგმის შემუშავების პროცესში მოხდება კონსულტაციები შესაბამის ექსპერტებთან, განსაკუთრებით მჭიდრო იქნება ექსპერტებთან თანამშრომლობა მიწის რესურსების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისა და შერბილების ინტერვენციის მეთოდების / მექანიზმების შემუშავების ეტაპზე. მან ასევე ისაუბრა იმ ტრენინგებზეც, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი ფერმერებისათვის. ამ უკანასკნელმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე ფერმერებში.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
    ნინო თევზაძე
    კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
    T +995 32 75 19 03 / 04
    F +995 32 75 19 05
    nino.tevzadze@cenn.org  
    www.cenn.org  


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
24 მაი. - ბულგარეთის განათლების, კულტურის და სლავური დამწერლობის დღე - ბულგარეთი
28 მაი. - პირველი რესპუბლიკის დღე - სომხეთი
28 მაი. - სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე - აზერბაიჯანი
6 ივნ. - პუშკინის დღე - რუსეთი

© 2008 UNA Georgia